Tags » M

Minding My Own Business

There I was, just sitting at the bar staring at my drink, minding my own business, when a large, trouble making, half drunk biker steps up next to me, … 177 more words
Travel

პეპი ყიყლიყოში აღარ ცხოვრობს

…დარწმუნებული ვარ ჩვენ ყველას გვეგულება ჩვენ-ჩვენი სალტკროკა. თუ ოდესმე მაინც წაგიკითხავთ ასტრიდ ლინდგრენის “ჩვენც სალტკროკელები ვართ”, აუცილებლად გაგახსენდებათ ძველ ვაშლის ხეებს შორის მდგარი უმშვენიერესი პატარა სახლი, “ზედ ზღვის კიდეზე”… ეს ის აღთქმული კუნძულია, რომელზეც ყველას უოცნებია ოდესღაც.

ჩესტერტონი წერდა რომ “ზღაპრები სინამვდილეზე უფრო დიდი სინამდვილეა, არა იმიტომ, რომ ისინი მოგვითხრობენ, თითქოს გველეშაპები არსებობენ, არამედ იმიტომ, რომ გვარწმუნებენ, თითქოს მათი დამარცხება შესალებელი იყოს”. მე არც გველეშაპებს ვებრძვი და არც საწოლის ქვეშ მცხოვრებ მოჩვენებებს. უკვე აღარც ჩემ თავს:) იცით, არსებობს მონატრება, როცა შენ ხარ რაღაცის ნაწილი, ან სულაც შენ გყავს პატარა (შეიძლება დიდებიც) ნაწილები. ეს წვრილწვრილი ნაწილები გულზე ისე მაგრად შემოგვეხვევა ხოლმე, რომ თითქოს გახრჩობს და გითრევს იმ რაღაც ჩვენ ძველ, სევდანარევ და ტკბილ-მწარე ამბებში. მაგას ჰქვია მონატრება, რომელიც გიყვარს. და ალბათ, ყველა მონსტრზე, გველკუდასა თუ სისხლისმსმელზე ძნელად დასამარცხებელია ეს ზემოთხსენებული.

სალტკროკელი ჩორვენი ამბობდა, რომ “ეს ქვეყანა მართლა ჭმუნვა, სევდის კუნძული როდიაო” და რაღაც მხრივ მართალიც არის. ასტრიდ ლინდგრენი იყო ქალი, რომელიც მთელი ბავშვობა კაცი მეგონა; იყო ქალი რომელმაც ყველაზე კარგად ამიხსნა რატომ უნდა მიყვარდეს ადამიანები და რატომ უნდა მჯეროდეს მათი. დამანახა, რომ შეიძლება მთელი კუნძული ფეხზე დადგეს, რომ შენი საოცნებო სახლის ყიდვა შეძლო ან საერთოდაც, თოვლში თუ ჩავარდებით, შეიძლება, ლამაზმა, მწვანეთვალება გოგონამ ამოგიყვანოთ, ლოგინში ჩაგიწვინოთ და ფეხები გაგითბოთ. ყველა გვერდის მერე იჯერებ, რომ შეიძლება, შიმშილით სული გძვრებოდეს და უცბად უცნობი ქალი მოხრაკულხორციანი ქვაბით მოგადგეს…

ჩემი საყვარელი ამბავი კი მაინც წითელთმიანი გოგოს ამბავია, რომლის თმაც ცეცხლს ჰგავს. მოკლე კაბებით და გრძელი წინდებით, მაიმუნით და ცხენით. პეპი, ტომი, ანიკა და ფუღუროიანი ხე, ის მონატრებაა რომელიც სულ იმ ბავშვსს მახსენებს, ყველა ჩვენთაგანში რომ ცხოვრობს. ბევრს გვავიწყდება, თუმცა ასტრიდი, ცხოვრების ბოლომდე ბავშვად დარჩა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იმას წუხდა, რომ ძველებურად ვეღარ დაძვრებოდა ხეებზე.

“გავა წლები, პეპი, ტომი და ანიკა კი ისევ ბავშვები იქნებიან, რა თქმა უნდა, თუ ჯადოსნურ აბებს არ დაუკარგავთ თავიანთი ძალა. ისევ გაზაფხულდება, მერე ზამთარი დადგება, ისინი კი სულ ითამაშებენ და ითამაშებენ. ხვალ თოვლის სახლსაც ააშენებენ და სათხილამურო ტრამპლინსაც მოაწყობენ. როცა გამოზაფხულდება, ბებერ მუხაზე აძვრებიან, ლიმონათის ბოთლებს რომ ისხამს. “მდუვნობანასაც” ითამაშებენ, ცხენითაც იჭენებენ, ხან კი საკუჭნაოში მოკუნტულები ერთმანეთს უამბობენ ათასგვარ ამბავს… კვლავაც წავლენ მხიარულების ქვეყანაში და იქ მომოს, მოანას და სხვა ზანგ გოგო–ბიჭებს ნახავენ. ბევრს იმოგზაურებენ, მაგრამ ყოველთვის ვილა “ყიყლიყოში” დაბრუნდებიან. წარმოუდგენელი ბედნიერებაა, როცა მოგზაურობიდან შინ დაბრუნება შეგიძილია და როცა იცი, რომ პეპი ყოველთვის “ყიყლიყოში” იცხოვრებს. –როცა ჩვენკენ გამოიხედავს, ხელს დავუქნევთ. – თქვა ტომიმ. მაგრამ პეპი ძილმორეული თვალებით უყურებდა ალს. მერე კი ჩააქრო სანთელი.”

და ამ დროს მე სულ მეტირება ხოლმე, ხანდახან ისე რომ ვერც ვიგებ რა მატირებს…

მაგრამ, გიფიქრიათ კი ოდესმე, რა იქნებოდა თუ პეპი აღარ იცხოვრებდა ყიყლიყოში?

M

Dealing with the Anxiety Stereotype

As a teen girl with anxiety, I often find that people have no idea what an anxiety disorder or how to help you through it. When I get anxious, I often get a barrage of questions and “helpful advice” that people think is helpful. 118 more words

Lirik Lagu Tak Bisa Menunggu - Matari ft. Sophia Latjuba

Berikut Ini Lirik Tak Bisa Menunggu – Matari ft. Sophia Latjuba :


Waktu benar-benar tlah mengubah aku
Jadi manusia penantang dunia
Sekuat hati ku coba acuhkan kamu… 78 more words

M

Matty

ORIGIN:
Alternate spelling of “Mattie“, “Maddie”, etc.; diminutive of of “Matilda“, “Martha“, etc., or of “Matthew”.

VARIATIONS and NICKNAMES: 53 more words

English

Candle in a windless place.

As a lamp in a windless place does not waver, so the transcendentalist, whose mind is controlled, remains always steady in his meditation on the transcendent Self.” (Bg. 91 more words

M