Tags » ინსტალაცია

10 მარტს ევროპის სახლში ეთერ ჭკადუასა და იდენტობას გამოფენა იხსნება

English  | ინგლისური

10 მარტს, 18 საათზე, ევროპის სახლთან პარტნიორობის ფარგლებში,  ცნობილი ქართველი მხატვარი ეთერ ჭკადუა და “იდენტობა” გამოფენას გახსნიან, სახელწოდებით – Anonymous. ანონიმური, იგივე “ანონიმი გეის ნაამბობი” – ასეც შეგვიძლია ვუწოდოთ იმ გამოფენას, რომელიც საზოგადოებაში არსებული დუმილით, ჰომოფობიის დონის მაღალი მაჩვენებლით, დისკრიმინაციით და უხილავობით გამოწვეულ პრობლემატიკას გაუსმევს ხაზს.

“გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ციფრული პრინტები, ინსტალაციები წერილებით, რომლითაც საქართველოში მცხოვრები ლგბტქ ადამიანები მოგვიყვებიან თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ისტორიებს. სხვადასხვა და მრავალფეროვანი ისტორიების ფონზე, მხატვარს სურს საზოგადოებას აჩვენოს ლგბტქ ადამიანების ცხოვრების ის მხარე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

ამ ისტორიებში კარგად იკვეთება ხანგრძლივი დისკრიმინაციის კვალი, “აკრძალული” და ჩაკლული სურვილებით გამოწვეული ზიანი.” – ნათქვამია მოსაწვევის ტექსტში, რომელიც გამოფენის პოსტერს ახლავს თან.

ანონიმური 2015 წლის 10 მარტს, ევროპის სახლში (“ევროპის სახლი საქართველოში”, თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის #2) 18 საათზე გაიხსნება და 2015 წლის 20 მარტამდე გაგრძელდება.

მთავარი

BLACK ვაკის პარკში

4 ივლისს 18:00 საათზე ვაკის პარკში ორგანიზაციის “იარე ფეხით” ქვეითთა არტ პროექტის ფარგლებში მეორე ინსტალაცია გაიხსნა.

საზოგადოება

იზა როგუცკა / Iza Rogucka

იზა როგუცკა პოლონელი ხელოვანია, რომელიც ვარშავაში ცხოვრობს და მხატვრობისა და ინსტალაციის სფეროში მუშაობს. იზამ დაამთავრა პოზნანის ხელოვნების აკადემიის მხატვრობის ფაკულტეტი (2007-2012) და ვენის ხელოვნების აკადემია (პაველ ალტჰამერისა და იულიან გოეთეს სახელოსნო, 2010-2013). 202 more words

2014

Linux - ის ინსტალაცია

იმისათვის, რომ დავაინსტალიროთ ორი  სხვადასხავა ოპერაციული სისტემა, Windows -ი და Linux – ი,ამისათვის საჭიროა CD ან DVD room – ში მოვათავსოთ დისკი რომელზეც ჩაწერილია Redhet – ი, დისკის ჩატვირთვის შემდეგ მივიღებთ მომდევნო გამოსახულებას : 49 more words

ინსტალაცია