Tags » კრიტიკა

მომავალი განშორების ოთხი ნიშანი

რა ნიშნებზეა საუბარი? ესენია: კრიტიკა, უპატივცემულობა, თავდაცვა და უკან დახევა/კონფლიქტისგან თავის არიდება. ასე თუ ისე მსგავსი პრობლემები ყველა წყვილში გვხვდება, მაგრამ თუ ქორწინებაში აღმოჩნდა ამ ნიშნებიდან ერთზე მეტი ურთიერთობის ხანგრძლივობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 1. პარტნიორის კრიტიკა კრიტიკა, რომელიც გულისხმობს რომ პარტნიორში რაღაც ისე არ არის. ეს შეიძლება იყოს თავდასხმა მის პიროვნებაზე ან ხასიათზე. ხშირად ასეთ დროს გამოიყენება გაზვიადება, მაგალითად „შენ ყოველთვის“… „ შენ არასდროს“… „შენ ისეთ ადამიანებს მიეკუთვნები“… „რატომ ხარ ასეთი“… როგორც წესი ვისაც აკრიტიკებენ ის იწყებს თავის დაცვას, საბოლოო ჯამში პარტნიორები აღარ უსმენენ ერთმანეთს და შემდგომი საუბარი შეუძლებელი ხდება.

ქალი და მამაკაცი

"ბესტსელერი"

დღევანდელი მსოფლიო წიგნის, საგამომცემლო ბიზნესი სასტიკი და ზოგჯერ უსამართლოა. ჩართულია გაცილებით მეტი აქტორი ვიდრე მხოლოდ მწერალი, მკითხველი და გამომცემელია. ბოლო წლებში ჩვენთან უკვე საკმაოდ ბევრი წიგნი გამოიცემა დიდხნიანი პაუზის შემდეგ.

ლიტერატურა

მორიგი ქართული მარაზმი: კამპანია "დიდი ჯიპი =პატარა ჭუჭუ"

სედანზე ვიჯექი და გადავჯექი ”დიდ ჯიპზე”, ანუ რამე დამიპატარავდება ამის შემდეგ?

სტატია არის იმ მარაზმში გადასული აქციის გამომხმაურება, რომელიც გულისხმობს, რომ თუ გყავს დიდი ჯიპი, შესაბამისად გაქვს პატარა ”ასო” და თან ცუდი ტიპი ხარ… მოკლედ მიმოვიხილოთ ყველა მარაზმი:

მარაზმი #1: რატომ არის გაიგივებული პატარა პენისი ცუდ ტიპობასთან და თითით საჩვენებელ თემასთან, თუ ეს ნაკლია და თან ფიზიკური, ძალიან დაბალ დონედ მეჩვენება ამ თემის ნეგატიურ ჭრილში გამოყენება;

მთავარი

ნუ მოკლავ ცოლს!

სოციალურ ქსელებში ბევრი გამოხატავს უკმაყოფილებას რა სულ ცუდი ამბებია, რამე კარგიც თქვითო. სამწუხაროდ მეც ცუდ ამბებზე, ცუდ თემაზე უნდა გესაუბროთ.

ბევრჯერ დამიწერია პოსტი იმის შესახებ, რომ ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა და მისი სიცოცხლე უნდა იყოს დაცული. ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანს მოუსწრაფოს სიცოცხლე. უკიდურეს შემთხვევაში, როცა რომელიმე ადამიანი ჩადის სასტიკ დანაშაულს კანონმა უნდა უზრუნველყოს დამნაშავის სათანადოდ დასჯა და დამნაშავის სიცოცხლე უნდა დაიცვას. წესით ამაზე საუბარი არ უნდა მიწევდეს, მაგრამ არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ვინმეს მოკვლას ამართლებენ. კიდევ ვიმეორებ, უკიდურეს შემთხვევაშიც კი ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული.

ბოლო დროს ძალიან გახშირდა ქმრის მიერ ცოლის/ყოფილი ცოლის მოკვლა. ასევე  გახშირდა კომენტარები იმაზე, რომ საზოგადოება არაფერ შუაშია და ვიღაც გადარეულების საქციელი ყველა კაცს არ უნდა შეეხოს, მათ სახელზე არ უნდა იმოქმედოს. იმედები უნდა გაგიცრუოთ მეგობრებო და გითხრათ, რომ ეს თქვენც გეხებათ.

ოჯახური ძალადობის სიმრავლე ახალი ამბავი არ არის საქართველოსთვის. არც ის არის ახალი ამბავი რომ კაცის მიერ ღალატი გამართლებულია, ხოლო ქალის მიერ სასტიკი დანაშაული. ასევე ხშირია მოწოდებები იმის შესახებ, რომ ოჯახის პრობლემა გარეთ არ უნდა გავიდეს. შეგიძლიათ იხილოთ ჩემი პოსტი ოჯახური ძალადობის შესახებ.

შესაძლებელია ეს გახშირებული მკვლელობები მართლაც ვიღაც პათოლოგების, ავადმყოფების მიერ არის ჩადენილი და აქ საზოგადოება არაფერ შუაშია. მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რომელიმე დაღუპულთაგანი იქნებ მანამდე იყო ძალადობის მსხვერპლი და ხმა არ ამოიღო? იქნებ ამ ქალებსაც ეუბნებოდნენ რომ ოჯახის ამბავი გარეთ არ უნდა გასულიყო? ან იქნებ ეუბნებოდნენ რომ თუ უყვარს უნდა გაუძლოს? ან იმას რომ ოჯახის დანგრევა ამის გამო არ შეიძლება? იქნებ ხმას არ იღებდნენ ეს ქალები მარტო დარჩენის შიშის გამო? და თუნდაც ყოფილიყო ღალატი, ნუთუ სხვაგან სითბოს ძებნა სიკვდილით უნდა ისჯებოდეს?

იქნებ ეს მოკლული ქალები, ან რომელიმე მათგანი ცდილობდა ქმრისგან თავის დაღწევას და სტერეოტიპებით გაჟღენთილმა საზოგადოებამ უთხრა:

– არა რა სასამართლო, ციხეში შვილების მამას ხომ არ ჩასვამ;

– არა რა პოლიცია, ციხიდან რომ გამოვა მერე უარესს გიზამს.

ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა ამ ქალების ოჯახებში, მაგრამ თუ რომელიმე მათგანის ისტორია იყო ასეთი, დავიჯერო საზოგადოების პრობლემა მაინც არ იქნება?

ჩვენი პრობლემაა ძვირფასო მეგობრებო ის რომ  საკმარისად არ ვცდილობთ სტერეოტიპების ნგრევას, ან საერთოდ ვერც ვიაზრებთ რა ზიანს აყენებს ადამიანს სტერეოტიპი.

მინდა მჯეროდეს რომ ოდესმე ჩამოვყალიბდებით იმ საზოგადოებად სადაც ქალი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი არსება კი არა, კაცის თანასწორია.

თითოეული ადამიანის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია და რაღაც სტერეოტიპებს არ უნდა მივცეთ საშუალება მოსპოს ეს სიცოცხლე. ბოდიშს გიხდით ამ გაზვიადებისთვის. უბრალოდ ჩემზე ძალიან მოქმედებს ბოლო დროს გახშირებული მკვლელობები და ვცდილობ წარმოვიდგინო როგორ ცხოვრობდნენ ეს ქალები. იქნებ ჩვენ ყველას შეგვეძლო მათი შველა?

სიმბოლურად მინდა მივმართო კაცებს (დარწმუნებული ვარ მკვლელი კაცები ჩემს ბლოგზე არ შემოდიან მაგრამ მაინც)

ნ უ  მ ო კ ლ ა ვ თ  ც ო ლ ე ბ ს !

და ბოლოს:

აბსურდის თეატრია ეს ყველაფერი.

კრიტიკა

ქართული ვირტუალური აგრესია, ანუ ვინ და რატომ აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს

ბოლო პერიოდში, ჩემი პოსტების პოპულარიზაციიდან გამომდინარე, იმატა კომენტარების რაოდენობამაც.

საბოლოო ჯამში, იმდენი აგრესიული „მარგალიტი“ დაგროვდა, რომ სრულიად ობიექტურად დაიმსახურეს, მათთვის ცალკე პოსტი მიმეძღვნა.

უფრო ნათლად რომ აღვიქვათ, რაზეა საუბარი, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

  1. მქონდა ბლოგ პოსტი ფეისბუქის მარგალიტებზე, კერძოდ, საერთო ფეისბუქებზე, სარკეში გადაღებულ ფოტოებზე, მოლოცვებისას ერთ ფოტოზე მთელი ფრენდ ლისტის მონიშვნებზე, „ყველაზე ლამაზები“ და ა.შ. ამ ყველაფერს მოჰყვა ბევრი აგრესული კომენტარი, მათ შორის:

–         შენს ფოტოებს მიხედე შე საცოდავო;

–         შენი საქმე არ არის, ჩვენს პირად პროფილზე რას დავდებთ;

–         წადი საქართველოდან შე ავადმყოფო და ერის გამრყვნელო!

და სხვა მსგავსი. ამავე ლოგიკით შემიძლია გიპასუხოთ: რა თქვენი საქმეა მე რას დავდებ ჩემ პირად ბლოგზე, არავინ გაიძულებთ წაიკითხოთ… :)

  1. ზედა პოსტის კომენტარები ლოგიკურად მივიჩნიე, რამეთუ ბევრმა მათგანმა სავარაუდოდ საკუთარი თავი ამოიცნო და მათი აგრესიაც ლოგიკური იყო, მაგრამ ძალიან გამაოცა, როცა ჩემ მიერ გამოცხადებულ სტუდენტურ კონკურსსაც ძალიან აგრესული კომენტარები მოჰყვა, კონკურსის შინაარსი მდგომარეობდა ორ თვიან სტაჟირებასა და ტრენინგში, რომლის შედეგადაც 2 ან მეტ ადამიანს სამუშაოდ ვიტოვებდით ერთ დიდ და წარმატებულ კომპანიაში, კომენტარები საოცარი იყო:
მთავარი

მიხაკო წერეთელი - კანონი

I

მას შემდეგ, რაც მონობა ადამიანს მძიმე შავ ლოდად დააწვა გულზედ, ბევრი სისაძაგლე და სიბინძურე ჩაუნერგა გულში, ტალახით აუვსო ტვინი და იმ ცნებათათვის აცემინა თაყვანი, რომელთა ერთი უბრალო გათვალისწინებაც კი ზიზღსა ჰგვრის და ბოღმით გულს უსივებს ცრუმორწმუნეობათაგან განთავისუფლებულ ადამიანს. 78 more words

Electronic Versions