Tags » Capoeira

Weekly Photo Challenge: Motion

The Daily Post’s photo challenge this week asks us to share our photographs that have captured motion. 37 more words

Photography

Action-Packed in San Marcos, Guatemala

San Marcos is probably my favorite island on Lago Atitlán. It is knows for it’s laid-back, welcoming atmosphere. So welcoming, in fact, that people actually cheered me on when I was pulled onto the floor after having only a few classes of experience in capoeira. 62 more words

Learn Martial Arts! But Why?

Hello Viewers! This is going to be my first blog post of my life. I apologize beforehand, if I unknowingly hurt anyone’s emotions. If you are reading this post, trust me, in some corner of your heart, you have an urge to know about the title and bring a change in yourself. 973 more words

Bodybuilding

Capoeira Demo at International Fair

Since Tuesday was Brasil’s day to share food and culture at the ECA International Fair, our Capoeira group was asked to give a demonstration. Here are a few pictures and videos of our demonstration. 27 more words

Michael

საბრძოლო ხელოვნება VS ცეკვა

თუ ამას კითხულობთ, ესე იგი თქვენ ცეკვის ან საბრძოლო ხელოვნების მოყვარული ბრძანდებით, ან უბრალოდ ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს :-)

პირველ რიგში დავსვათ კითხვა: რა არის ცეკვა? თავდაპირველად ცეკვების ილეთები ადამიანის ბუნებრივი მოძრაობების ფორმებიდან წარმოიშვა: სიარული, სირბილი, ნახტომები, შემოტრიალება და გაქანება. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ცეკვა არის ტანის რითმული მოძრაობების კომპლექსი, როგორც წესი მუსიკის თანხლებით.

ცნობილი ფაქტია, რომ ცეკვა წყვილშიესაა მუსიკის ტაქტში შესრულებული სინქრონული მოძრაობა. წყვილში, როგორც წესი, მამაკაცი – არის ლიდერი, ხოლო ქალბატონი არის მიმდევარი, რაც განაპირობებს მათ შორის კონტაქტს, ზოგიერთ შემთხვევაში მჭიდრო ფიზიკურ კონტაქტს. მოცემული კონტაქტი კი საშუალებას აძლევს წყვილს თავისი სივრცე იპოვონ,  აი ამ სივრცეს – „ცეკვის ჩარჩო“ ეწოდება.

აგრეთვე ცნობილი ფაქტია, რომ საბრძოლო ხელოვნების სისტემა მოწინააღმდეგის აგრესიის წინააღმდეგ ადამიანის ბუნებრივ რეაქციებზე არის დაფუძნებული. იმისათვის რომ,  მოწინააღმდეგის ნეიტრალიზება მოვახდინოთ, საჭიროა თავდასხმაზე სწრაფი რეაქცია იყოს გამომუშავებული. ამისათვის კი ჩვენ მოწინააღმდეგის „საბრძოლო ჩარჩოს“ ვქმნით, სადაც  მისი ქმედებების არეალი ლიმიტირებული და სივრცობრივად განსაზღვრული იქნება, შესაბამისად თავდაცვა და წინასწარ განჭყვრეტა, თუ რისი გაკეთება უნდა მეორე მხარეს უფრო ადვილი იქნება. ასევე როგორც ცეკვაში, თქვენ გამოიმუშავებთ ინტუიციას, თუ სად წავა თქვენი პატნიორი, ან ამ შემთხვევაში თქვენი მოწინააღმდეგე.

თუ საბრძოლო ხელოვნებასა  და ცეკვას შორის პარალელებს გავავლებთ, შემდეგ მსგავსებას ვნახავთ:

1. კარგი მეწყვილე ყოველთვის გრძნობს თავის პარტნიორს და მასთან კავშირს არ კარგავს. საბრძოლო ხელოვნებაშიც იგივე პრინციპია, უნდა იგრძნოთ მოწინააღმდეგე და მისი რეაქციები თქვენ ქმედებებზე წინასწარ განსაზღროთ;

2. წვილში ყოველთვის არის ერთი ლიდერი და მეორე მიმდევარი, ასევე როგორც ნებისმიერი ჩხუბის დროს, ერთი არის თავდამსხმელი, მეორე კი თავდამცველი. თუ თქვენ „მიმდევრის“ როლში აღმოჩნდით, ნუ გგონიათ, რომ თქვენ წააგეთ, გამოუმავალი მდგომარეობა არ არსებობს და გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია ადაპტირება;

3. წყვილში ლიდერი პასუხის აგებს “ცეკვის ჩარჩოზე“, ხოლო მიმდევარი უნდა მეწყვილე იგრძნოს, იმისათვის რომ დროულად და სწორად შეასრულოს მოძრაობა. ბრძოლის დროსაც თავდამსხმელი ქმნის თავის “ჩარჩოს”, და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მივიღოთ მოწინააღმდეგის მიერ შექმნილი „ბრძოლის ჩარჩო“ თუ გავტეხოთ იგი;

4. კრავ მაგას (ისრაელის საბრძოლო ხელოვნებათა სისტემა) დროს, მაგალითად, ისწავლება ილეთები, რომლებიც მუშავდება მანამ, სანამ თავდაცვა ავტომატიზმამდე არ იქნება მოყვანილი. მერე ექსტრემალური სიტუაციის დროს თქვენ  ბუნებრივად და ჩაუფიქრებლად რეაგირებთ. იგივე, მაგალითად, როდესაც სალსას პროფესიონალური მოცეკვავე ტანგოს გაკვეთილზე მოხვდება. ცეკვის გამოცდილება  გვაძლევს საშუალებას მალევე შეეჩვიოთ ახალ ილეთებს და ადაპტირება მოვახდინოთ.

5. ნებისმიერი ფიზიკური მოძრაობა, დაკავშირებულია  ადამიანის ბუნებრივ რეფლექსებთან: თუ მარჯვენა ფეხზე დგახართ, ტანი აუცილებლად ოდნავ მარცხნივ გადაიხრება, ბალანსის დაცვა საჭიროა. როდესაც უკან მიდიხართ, თქვენი წონა ოდნავ წინ რჩება და ა.შ. ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფიზიკური მოძრაობის დროს, იქნება ეს ცეკვა თუ საბრძოლო ხელოვნება.

საბრძოლო ხელოვნებასა და ცეკვას შორის განსხვავებები კი შეიძლება შემდეგი იყოს:
1. ხარისხობრივი მხარე: ლიდერი/მიმდევარი ცეკვის დროს, ხოლო თავდამსხმელი/თავდამცველი ბრძოლის დროს.
2. ცეკვის ექსპრესიულობა და სილამაზე იმაშია, რომ „ცეკვის ჩარჩო“ არ უნდა იყოს გატეხილი. ბრძოლის დროს კი თავდამცველი იყენებს აგრესორის „საბრძოლოს ჩარჩოს“ იმისათვის, რომ პირიქით, საშიშროებას თავის არიდების მიზნით გატეხოს იგი და ამით მისი ნეიტრალიზირება მოახდინოს.
3. ცეკვისათვის მუსიკა გიბიძგებთ, ხოლო საბრძოლო ხელოვნების გამოყენებისათვის საფრთხე.

მახსოვს პირველად შევედი კრავ მაგას გაკვეთილზე… მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავე ვიყავი, ვარჯიშის ახალ სისტემას ადვილად შევეჩვიე. ჩემ „სენსეის“ გაუკვირდა, ასე ბუნებრივად ილეთები როგორ გამომდიოდა, არადა ბალანსი, ენერგიის გადანაწილება და თეძოების მუშაობა ცეკვის ძირითადი პოსტუპლატებია, რომლებიც კარგ მოცეკვავეს რეფლექსის დონეზე აქვს დაყვანილი. მაშინვე მივხვდი, რომ ყველა ცოდნა ურთიერთდაკავშირებულია, თუ კარგი მოცეკვავე ხარ, კარგი მებრძოლე შეგიძლია გახდე და პირიქით. რადგან ცეკვა არის მოძრაობა, და ნებისმიერი მოძრაობის ცოდნა მნიშვნელოვანია ექსტრემალურ სიტუაციებში. საბრძოლო ხელოვნება და ცეკვა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველი დღე: ვდგებით საწოლიდან, ვიცვამთ პალტოს, ვრეცხავთ ჭურჭელს (ხელების წრიული მოძრაობა, რომელიც გამოგადგებათ დაცვის დროს, ვინც ვარჯიშობს კარატეს ადვილად მიხვდება თუ რაზეა საუბარი).

რა თქმა უნდა არავინ ამბობს იმას, რომ ბალერინას შეუძლია ძალიან მაგარი კიკის დარტყმა და მოწინაღმდეგის ნეიტრალიზაცია. მაგრამ ასევე არავინ ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. თქვენ იცოდით, რომ იმი ლიჰტენფილდი, (კრავ მაგას დამფუძნებელი) იყო შესანიშნავი მოცეკვავე? რომ ბრიუს ლიმ გაიმარჯვა ჰონგ-კონგის კონკურში ჩა ჩა ჩა-ს ცეკვაში? იცით ბრაზილიური კაპუერას შესახებ?

ეს ორივე სპორტი და ხელოვნება ურთიერთდაკავშირებულია და ნებისმიერი გამოცდილება მნიშნვნელოვანია. საბრძოლო ხელოვნება გეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სიძნელეებს და საფრთხეებს თავი აარიდოთ, ცეკვა კი ყოველთვის იქნება ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ბრიუს ლის საბრძოლო ხელოვნებას – ადამიანის სხეულის გამოხატვის ხელოვნება  დაარქვეს. :-)

Понемногу обо всем

Reservado - Berimbau de Capoeira

Berimbau de Capoeira. Já não tenho a pedra, vai berimbau, cabaça, caxixi e pau. 15 eur

Music

Capoeira: Life in a circle

My name is Leite de Coco. It means “coconut milk.”

I don’t remember the first time I heard the word “capoeira” – the African-Brazilian martial art-acrobatic-dance fusion set to live music – but I do know the first time I saw it was at my first class, a decade ago. 1,882 more words