Tags » Hustler

NEW: Josef Salvat - Til I Found You

‘Til I Found You’ is the latest single from London-based Australian crooner Josef Salvat. The singer-songwriter has released a string of great singles over the past two years, having finally released a video for ‘ 99 more words

New Music

Moon dog diary- Chapter 2

I have spent the past 30 minutes straining my head trying to figure out why I ended up doing what I did that one fun evening. 802 more words

For The Plebs

თავისუფლება უნდა მოითმინო...

სანამ წერას დავიწყებდე, გაიცანით “გარყვნილი” ლარი ფლინტი.

სტრიპტიზ კლუბებით დაწყებულმა ბიზნესმა, გვერდით სასურველმა ქალმა, რისკმა, თავისუფლებამ და ცოტა(?) გარყვნილებამ, ლარი ფლინტი უზომოდ პოპულარული და წარმატებული გახადა (ხო, რაღა თქმაუნდა უმდიდრესიც – უდარდელი სიბერის გარანტიით).

სტერეოტიპების დარღვევა, უცენზურობა და აშკარა სითავხედე თუ უბრალოდ სითამამე დიდი აჟიოტაჟის საფუძველი გახდა, რამაც რამდენიმე სასამართლო გამოატარა.

დიდი მიზნები ქონია ლარის და ძალიან პრინციპულიც აღმოჩნდა.

1996 წელს, მასზე ფილმი გადაიღეს, სახელწოდებით: “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ”. სადაც, თავად ლარიმ მოსამართლის როლი მოირგო.

ფილმი პროპაგანდისტული გამოვიდა, თანაც საინტერესო.

მოკლედ საამართლო სერიები იწყება, ლარის მთელი საზოგადოება უპირისპირდება.
როგორ ვთქვა, რომ საზოგადოება არასწორია, არც ვიტყვი, ეს ის შემთხვევაა ყველას თავისი სიმართლე რომ აქვს და ყველა თავისას რომ იცავს.
რატომაც არა, თუ შენს ქალაქში, შენი შვილების თვალწინ, დევს გარყვნილება, დევს ყოველ ნაბიჯზე, დევს აკრძალული, მაშინ შენ უფლებაც გაქვს და მოვალეობაც, რომ მინიმუმ შენი შვილი დაიცვა, ააცილო და მოაშორო ეს სიბინძურე.

აქვეა მეორე მხარე, ის თავისუფლება, რაც ლარის აქვს, თავისუფლება რომლითაც მთელი ამერიკა (და არამარტო) ამაყობს.

ფილმში ჩემთვის ყველაზე საინტერესო მომენტს მოვიყვან და აქვე დავამთავრებ, რადგან ჩემი შეხედულებაც და მთლიანად ამ ფილმის შინაარსიც სწორედ აქ არის – ადვოკატის სიტყვებში. ამაზე უკეთ მე მაინც ვერ ვიტყვი.

მე არ ვცდილობ, დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენ აუცილებლად უნდა მოგეწონოთ ის რასაც ლარი ფლინტი აკეთებს. არც მე მომწონს, რასაც ის აკეთებს. მაგრამ მე მომწონს რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც მე და თქვენ, უფლება გვაქვს, ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილებები. მე მომწონს, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში სადაც, თუკი, მომინდება შემიძლია ვიყიდო ჟურნალი “ჰასტლერი” და წავიკითხო, ანდა სანაგვეში გადავაგდო, თუკი მიმაჩნია, რომ მისი ადგილი იქ არის,.ან კიდევ უკეთესი, მე შემიძლია გამოვხატო ჩემი აზრი და საერთოდ არ ვიყიდო იგი. მე მომწონს ასეთი უფლება რომ გამაჩნია. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და თქვენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში.

იცით?! ჩვენ ხშირად წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს, მაგრამ, მემგონი, ზოგჯერ ჩვენ მართლაც გვავიწყდება მათი მნიშვნელობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ეს სიტყვები: ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ! და ეს უკეთილშობილესი იდეაა, ასეთი ცხოვრებით ცხოვრება მშვენიერია. მაგრამ თავისუფლებისთვის არსებობს საფასური, რომელიც ჩვენგან ხანდახან მოთმინებას მოიხოვს ისეთი რამეების მიმართ, რომელიც აუცილებელი არ არის მოგვწონდეს… 

თუკი ჩვენ, კედლებს აღვმართავთ იმის გარშემო, რაც ზოგიერთ ჩვენგანს უხამსად ეჩვენება, მაშინ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ და აღმოვაჩინოთ, რომ ყველგან კედლებია აღმართული. იქაც კი, სადაც, სულაც არ ველოდით და მიხვდებით, რომ უკვე გვიანია რაიმე ვიღონოთ, ეს კი უკვე აღარ არის თავისუფლება. არ არის თავისუფლება… ასე რომ ფრთხილად იყავით!

თრეილერი:

The Student-preneur

We’ve talked about how to keep your money but how can you get some more? You need that Hustle Mentality!

Meet Anastasia Njeri Ngari, a 25-year-old recent graduate of Kenyatta University who started her cake business even before joining campus. 333 more words

Campo

Elizabeth Gomez: The Devil in Miss Jones and Me

Since I was a young girl, I’ve always been attracted to women. When I got a little older, I realized I was attracted to men, too. 1,301 more words

Humorous

FIGURES: ‘Smut Peddler’ Larry Flynt Endorses Hillary Clinton For President

While Hillary Clinton’s presidential campaign has derailed amid questions about her ethics and honesty, a key endorsement just might help her get back on the tracks. 32 more words

Blog