Tags » Ken Kesey » Page 2

Dance in the Morgue

I flashed horror
at the dance in the morgue
sacks of flesh torn and wobbled
bent lopsided smothered
by the ancient “ahor”

I swallowed my screams…

23 more words
Featured

წეროები მიფრინავენ, გუგულის ბუდეები რჩება

მე ახლა ნოუთბუქის ან ელექტრო ჩაიდნის აღწერას უნდა ვაკეთებდე, ვწერდე, ვწერდე და ვიზეპირებდე ვატებს, მოცულობებს, რამებს და ცეპეუ-ებს, მაგრამ არ შემიძლია იმიტომ, რომ გარეთ მზეა, მე კიდევ გრძელი ხიდი გადმოვიარე, სადაც ასევე მზე ანათებდა და მე წითელი ქურთუკი მეცვა და სანამ ხიდს გადმოვივლიდი, მეტროში ერთ სტატიას ვკითხულობდი გუგულის ბუდეებზე და სანამ ამ სტატიას წავიკითხავდი, ჩემი მეგობრის პოსტი ვნახე მორალზე და ირიბად ჩემზე და სანამ მასაც წავიკითხავდი, ჩვენ ვიკამათეთ მორალზე, პოლიტიკაზე, რელიგიაზე და საკუთარ თავებზე და იმაზე, რომ მე არ მაქვს მორალის ქადაგების უფლება, რადგან თავად გუგულის ბუდეში ვარ მოკალათებული და არაფრის შეცვლა არ შემიძლია და არათუ არ შემიძლია, არც მინდა კიდეც.

დიახ, მე გუგულის ბუდეში ვცხოვრობ, ისევე როგორც ბევრი თქვენგანი. ჩვენ თბილად გვახურავს საბნები, სიმფონიურ მუსიკას ვუსმენთ და წესებს ზედმიწევნით ვასრულებთ. დილით ადრე სიგნალი გვაღვიძებს. აბაზანაში შესასვლელად ყოველთვის რიგი გვხდება. მერე იწყება ერთი და იგივე – რუტინა, რუტინა და რუტინა. დიდება რუტინას – დრო მიდის, კადრები რჩებაო, კადრები არ ვიცი, რუტინა კი ჭეშმარიტად უცვლელია და მარადიული.

სტატიაში ეწერა, რომ გუგულის ბუდეები უამრავია. დიახ, ეს ასეა. მათ რა გამოლევს, სისტემას რა გააქრობს, მის რეჩედებს სად დამალავ?! ტოტალიტარიზმი ყველგანაა. ის არ კვდება, ან თუ კვდება, გველეშაპივით ცხრა თავი აქვს და მუდმივად ახალ-ახალი გამოეზრდება. ერთგან თუ კვდება, მეორეგან რჩება, კომბინატში თუ კვდება, ფაბრიკაში რჩება, სსრკ-ში თუ კვდება, დემოკრატიულ საქართველოში რჩება, ისევე როგორც დემოკრატიულ ამერიკაში ან ყველასგან დავიწყებულ ჭიათურის სოფელ ითხვისში. ასევე ბევრია მაკმერფი, ბრომდენი და რეჩედი.

მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი და, როგორც ყოველთვის, ტვინის ღუნვა საკუთარ თავამდე მივიდა. ვინ ვარ მე? – მაკმერფი, რეჩედი, ბრომდენი თუ ბილი ბიბიტი? რეჩედი რომ არ ვარ, ვიცი. სამწუხაროდ, მაკმერფიც ვერასდროს ვიქნები. ვერასდროს შევძლებ არეულობის შეტანას გუგულის ბუდეში, ვერასდროს შევძლებ გულწრფელ და ასე თავხედურად პირდაპირ პროტესტს რეჩედის ტირანული წესების მიმართ. მე ბრომდენი ვარ – დიდი, მთასავით ინდიელი, რომელიც რაღაც მიზეზებით ჭიანჭველის ტოლად იქცა, რომელიც შეეგუა იმას, რაც აქვს, სადაც არის, რომელიც დამუნჯდა და დაყრუვდა, რათა მინიმალური კომფორტი ჰქონოდა, რათა არავის შეეწუხებინა და ნისლის მანქანაში ეცურა. მე ბრომდენი ვარ, რომელსაც ჭირდება მაკმერფი, რომელიც მას ნელ-ნელა გაზრდის, ნისლს გაუფანტავს, ბრძოლის სურვილს გაუღვიძებს, გარემოს შეცვლის აუცილებლობისკენ მიუთითებს და პულტით ფანჯრის ბადეს გაანგრევინებს.

ყოველთვის მეგონა, რომ თავისუფლებისთვის მუდმივად ვიბრძოლებდი, ვიბრძოლებდი სიმართლისთვის, უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი სამსახურისთვის, საკუთარი თავის განვითარებისა და რეალიზებისთვის, მაგრამ მე არ ვარ მაკმერფი და როგორც არ უნდა ვხედავდე უსამართლობას, მისი გამოსწორება გამიჭირდება. რადგან მე ბილი ბიბიტი ვარ და ჩემი ბოლო სამართებელი იქნება ან ტაბურეტი და გრძელი თოკი. უკეთეს შემთვევაში კი ბრომდენად დავრჩები, რომელსაც ერთ დღესაც მობეზრდება სიგარეტის კვამლში – ამ ნისლის მანქანაში ცურვა და გაზრდას დაიწყებს.

გავა დრო და კედელთან მდგომი “აურელიანო ბუენდია” ვერაფერს გაიხსენებს, რადგან, დიდი ალბათობით, ალცჰაიმერი ექნება. ვიღაცები კი გუგულის ბუდეებს ისევ ააშენებენ, ვიღაცები გადაუფრენენ, როგორც ერთი, ამერიკულ ქურთუკში გახვეული ქართველი ბიჭი წერს: –

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ვიღაცა ამ ბუდეს

მთელი ცხოვრება აშენებდა“.

მხოლოდ ლიტერატურა

One Flew Over The Cuckoo's Nest by Ken Kesey

I’ll be honest, I was very excited, but also very unsure what this book was going to be like when I started reading it. The only knowledge I had of this book before I started reading it was that it was about some people in a mental institution. 406 more words

Ken Kesey

One Flew Over the Cuckoo's Nest

Some people have heard of One Flew Over The Cuckoo’s Nest. The movie, starring Jack Nicholson as its front man, won all five major academy awards and still remains to be critically acclaimed. 174 more words

Blog Post

Bonobo's Migration

******

I was reading Grayson Schaffer’s, “A Healthy Dose,” when I remembered Bonobo’s new album, Migration, had just been released. Grayson is a senior editor at Outside Magazine and his article is a confessional about… 368 more words

Chayed Out

Vehicle

The library on Page Street of the Haight-Ashbury district is stashed with works written by or covering great authors and bands of that area. Inside, one can locate single sections dedicated to the Grateful Dead and Jack Kerouac. 428 more words

Digital Photography

read some books

I only started loving reading in high school but since then, my genre of interest has changed.

Currently, I’ve mostly been reading when I travel so a lot of the books are books that can be read with breaks in between and it doesn’t ruin the books, if you know what I mean. 336 more words

Travel