Tags » Liber Legis

გამოცხადება ჰადითისა
Liber AL vel Legis II: 22,23,57,58,59,62,78.
9 აპრილი, 1904 წელი.

მე ვარ გველი, ცოდნის მბოძებელი, სიამით დამატკბობელი, კაშკაშა დიდებულება და მთვრალ კაცთა გულში მოფუსფუსე. რომ მომყვე მე, აიღე ღვინო და ძლიერი ნარკოტიკი, რომლის შესახებაც ვუთხარი ჩემს წინასწარმეტყველს; შესვი და მათით დათვერი. არას გავნებენ ისინი. ადამიანო, იყავ ძლიერი! ნეტარება და სიამოვნება მიიღე ყოველი გრძნობით და აღტაცებაში მოდი: არ შეგეშინდეს, რომ რომელიმე ღმერთი უარგყოფს ამისთვის. მარტო ვარ: არა არს ღმერთი იქ, სადაც ვარ მე. ლურჯი ვარ მე და ოქროსფრად ანათებს დედოფალი ჩემი: მაგრამ წითელი ათინათი დათამაშობს ჩემს თვალებში; და ჩემი სხეული კაშკაშებს მეწამულისფრად და მწვანედ. ავმაღლდი შენს გულზე და ვარსკვლავთა ამბორი ჩამოწვიმს შენს სხეულზე. მისმინეთ! თქვენ, სასაცილოებო; ვიდრე იფიქრებთ ჩემს პატიოსნებაზე ვერ გაიცინებთ დიდხანს: მერე კი, როცა თქვენ მოიწყენთ, იცოდეთ, – მე მიგატოვებთ თქვენ! იგი, რომელიც არის უმწიკვლო, დარჩეს უმწიკვლოდ; იგი, რომელიც არის ბინძური, დარჩეს ბინძურად! ჰო! ნუ იფიქრებ შეცვლაზე: ხარ ისეთი, როგორიც ხარ და არ ხარ ისეთი, როგორიც არ ხარ! სამყაროს მეფეები მარადიულად მეფენი იქნებიან: მონები, მონებად დარჩებიან. არა არს რაიმე, რომელსაც ძალუძს მიწაზე დაგცეს ან ცად აგამაღლოს: ყველაფერი ისეა, როგორც არის. აღაზევე თავი შენი! არა არს რაიმე, რომელიც დიადია შენზე, კაცთა და ღმერთთა შორისაც კი! აღაზევე თავი შენი, ო, ჩემო წინასწარმეტყველო, რომ ტანი შენი აღემატებოდეს ვარსკვლავთა სიმაღლეს. ისინი გაჰყვებიან შენს სახელს, დიად კვადრატს, მისტიკას, ჩინებულებას, საუცხოობას და რიცხვს ადამიანისას. და შენი სახლის სახელია 418.

ალისთერ ქროული

გამოცხადება ნუითისა
Liber AL vel Legis I:61,63,64.
8 აპრილი, 1904 წელი.

სიყვარული ჩემდამი, ბევრად მეტია ყოველივე დანარჩენზე: თუ უდაბნოში, ღამით, ვარსკვლავთა ქვეშ, დაწვავ ჩემთვის ჩემს საკმეველს, გამომიხმობ წმინდა ნებით, – შეირხევიან ცეცხლის გველები, შენ მოხვალ და მცირე ხანს ჩემს გულში დაივანებ. ნებითა შენით, ერთი ამბორი უბოძე ყველას; ვისაც უბოძებ მტვრის ერთ ნაწილსაც, დაკარგავ ყველაფერს იმავ წამს. თავი მოუყარე საქონელსა და ქალთა საკმაზის მარაგს; შეიმოსე ძვირფასი ქვის სამოსით; დაძლიე სიმდიდრითა და სიამაყით მთელი სამყარო; მაგრამ ყოველთვის იყავი ჩემდამი სიყვარულით გაწყობილი, რათა ეწვიო ჩემს მიერ შენდამი გაღებულ ბედნიერებას. გიბრძანებ, დაგაძალებ, რომ მოხვიდე ჩემამდე, დაფარული თავსაბურავით, შემოსილი ერთადერთ მანტიაში. მე შენ მიყვარხარ! ვდარდობ შენს გამო! ფერმიხდილი თუ მეწამული, ჩადრით შემოსილი თუ ვნებით აღვსილი, მე, რომელიცა ვარ ყოველი სიამოვნება და დიდებულება, და იდუმალი თრობა, – გწადილობ შენ! შედექ ფრთებზე და გამოიღვიძე, გველივით დაიკლაკნე და იბრწყინე: წამოდი ჩემკენ! ჩემთვის იმღერე აღტაცებით სიყვარულის სიმღერა! დაწვი ჩემთვის ნელსაცხებელნი! ჩემთვის შეიმოსე პატიოსანი თვლით! შესვი, რამეთუ მე მიყვარხარ! მე შენ მიყვარხარ! მე ვარ მზის ჩასვლის ლურჯთვალა ქალწული; მე ვარ შიშველი ბრწყინვალება და ვნება, – ბინდშეპარული ცის.

ალისთერ ქროული