Tags » M

33. Useful Rain

The rain was knocking on the roof of the shed. Moondust was looking through the opened backdoor at the rain falling on the table outside. She was waiting for the thunder to strike. 1,013 more words

Poussière-de-Lune

BEYOND THE HIGHLAND MIST: KAREN MARIE MONING REVIEW

Hello Lovelies! Today I’m coming at ya with another review. This book is in a genre that I’ve never really explored before, at least to this extent, but I’m so glad I did because I’m a little bit obsessed after reading this. 647 more words

REVIEWS

Musings: Those Awkward Situations

JUST LEAVE.

In all seriousness – I’ve got to the age where the people I spend time with I actually want to be with so if I find myself in an awkward situation I just exit stage left.

334 more words
Independent

MISSIONARIES & Insanity of God’ Film Shows Faith Amid Despair

Commentary by Dr. Whitesel: In my books “The Healthy Church” and “Cure for the Common Church” I encourage suburban churches to share a greater percentage of their wealth as John Perkins suggests in his “3 Rs of Reconciliation.” However I find very few church doing so. 238 more words

M

Persian Love Poem: 3

If you wish, I shall put my fingers together
And form a stirrup with my two palms
So you can put your foot in my hands… 93 more words

Poetry

Value.ResourceExpression() And Query Folding In Power BI

When the June update for Power BI Desktop was released, I was extremely excited to discover an undocumented new feature that allows you to see when query folding is taking place while loading data in the Query Editor. 453 more words

Power Query

ჩუქნის ჩუქნა ანუ მეგობრის ნაჩუქარი თევზუკას ამბავი

ჩემი მეგობარი, რომელიც ჩემთან ცხოვრობდა ჩემი ოჯახის წევრი იყო. იცოდა, როგორ მიყვარს გაპიპინებული ყავის ჭიქა და როგორ ქრონიკულად მაქვს სარეცხი; ისიც იცოდა, როგორ მინდოდა ოქროს თევზი და მერე კაშალოტი მოგვიყვანა სახლში. ჩემმა მეგობარმა იცოდა, რომ ჩემს აკადემიურ გამოწვევებზე და ქუჩაში შემხვედრ მომაკვდავ ძაღლზე როგორ შემეძლო უაზროდ ბევრი მენერვიულა; ისიც იცოდა, რო არ მჯერა, წაგების და მოგების მეგობრობის:) თითქოს, ჩემ შიშველ სულს იცნობდა და ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვიყავი; მოწონდა ის, რასაც ვაკეთებდი და მამხნევებდა მაშინ, როდესაც მეგონა რო ცუნამი, წარღვნა და მიწისძვრა ჩემ თავს ხდებოდა.მე იმაზე აღარ დავწერ, მე როგორ მიყვარდა და როგორ სხვანაირად ვხედავდი ამ გოგოს, იმიტომ რომ ვფიქრობ, როდესაც შენ საკუთარ სახლში, ბუდეში ადამიანს შემოუშვებ და შენი სულის ყველა ჩალურჯებულ ადგილს ანახებ, გამორიცხულია იმაზე ნაკლებად გიყვარდეს, ვიდრე გულის ბოლო გაჩერებამდე სიყვარულია. ეს ამბავი, იმით დამთავრდა, რომ აღმოჩნდა ჩემი მეგობარი თურმე სხვა მხრიდან მიყურებდა, სინამდვილეში სულ სხვას მხედავდა და როგორც ჩანს სულ სხვას იძახდა.

move out ქართულად სახლიდან გადასვლაა, მაგრამ თითქოს ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს (ჩემთვის). ხოდა, მოკლედ როდესაც ჩემი მეგობარი ჩვენი სახლიდან წავიდა და მე უფრო ვიტყოდი, რო ჩემი სულის იმ თავისი ნაწილიდან ამოძვრა, თევზუკა ჩვენთან დარჩა. რა თქმა უნდა, დასრულებულ ურთიერთობებს ყოველთვის ახასიათებთ უდროო დროს თავის გახსენებები, ჰოდა ეს ამბავიც არ აკლებს. მით უფრო, რომ თევზუკა რომელიც ჩვენთან ცხოვრობს ყურადღებას საჭიროებს. მე კიდე თევზუკაზე სულ ჩემი მეგობარი მახსენდება. არადა თევზუკა მიყვარს, ის ამბავი კიდე გულს მტკენს.

ეს ამბები კიდე იმიტომ მოვყევი,რომ ჩვენი თევზუკა უბრალო კი არა- ოქროსია:) მაგრამ არასდროს არაფერი არ მითხოვია. მგონია რო ოჯახის წევრები ერთმანეთის თხოვნების გარეშეც უკეთებენ ერთმანეთს რაღაცეებს. მით უფრო, რომ იციან, ვის რა და როგორ უნდა; ვის რა და როგორ ტკივა.. ხოდა, ეს თევზუკა რაღაცნაირია, უცნაური ხასიათის. მე იმ ჩემ ძველ ამბებს ვაბრალებ.

დღეს, რაღაც არ გამომივიდა და მოწყენილი მოვდიოდი ამ მზიან ლამაზ დღეს. მოვდიოდი და ვფიქრობდი, ნეტა ჩემ მეგობარს გაუხარდებოდა რო გაეგო რო რაღაც არ გამომივიდა? რატო ვფიქრობდი ამაზე არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ვფიქრობდი თევზუკაზე, რომელიც სურვილების ასრულებაში, რომელსაც ძალისხმევას არ ვაკლებ არ მეხმარება.

ხოდა, მოვიფიქრე – თევზუკა უნდა გავაჩუქო. ვისაც ვაჩუქებ, მამაჩემის მეგობარია და იმ კაცს ნამდვილად ჭირდება ვინმე, ვიზეც იზრუნებს. იქნებ, ჩვენ სათანადო ყურაღებას ვერ ვაქცევთ თევზუკას და იმიტომ გვექცევა ესე.. ოღონდ უცნაური დამთხვევა ის არის, რომ მე რომ მომიყვანეს, მანამდეც სხვისი იყო და დაირღვა ჩემი ჰიპოთეზა,რომ ჩუქნის ჩუქნა არ შეიძლება. ჩუქნის ჩუქების ამბავი, პატარა რო ვიყავი დედამ მასწავლა და იმის მერე ეგ ფრაზა აკვიატებული მაქვს, ყველა სხვას კი ეცინება.

იქნებ, რაღაც როცა ირღვევა მაშინ ჭირდება იმ წერტილს დაბრუნება და შეკეთება? შეკეთება, იმიტომ,რომ სხვანაირად გზას ვერ აგრძელებ, თუმცა შეწებებული ადგილი, იგივენაირი არასოდეს გახდება, როგორიც იყო. არადა როგორ გვინდა ხოლმე, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც იყო. ვეგუებით ტკივილს, იმიტომ რომ ცვლილებების გვეშინია. გვეშინია, რომ ყველაფერი განადგურდება. აი მე კი, ზღვარზე ვარ – მეტკინოს, თუ არ დავნებდე ცვლილებებს. მერე, ჩემი ღირსება მახსენდება, ნაძვის ტოტებზე მიყინული თოვლის ფერი ღირსება, ადრე რომ ვწერდი.

ჰოდა, ჩემ თავს ვეუბნები- ერთადერთი საფრთხე რაღაცაზე მიჩვევაა, დანგრევა კი საჩუქარი. ნანგრევები გარდაქმნის საშუალებას იძლევა. გარდაქმნის უკიდეგანო ტალღებში ვარ.

თევზუკას რას ვერჩოდი, მაგრამ თევზუკაც მოყვება დღეს ტალღებში, სანამ ამ სახლიდან მეორე ახალ სახლში წავა. იმედია მოეწონება.

ხანდახან, როცა რაღაც არ გამოდის სამოქმედო გეგმა უნდა შეცვალო:)

ხანდახან, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ დაგეხმარებიან და დაგითმობენ თავიანთ საკუთარ დროს.

ხანდახან, ტალღებში მოყოლილს წამიერად გგონია, რო იხრჩობი – მაგრამ თავს წლის ზემოთ ამოწევ და ხვდები, რომ გადარჩი. თუმცა მანამ, სანამ ჰაერს ჩაისუნთქავ, წამები საათებად გეჩვენება და გიჭირს.

M