Tags » Paterson

Paterson schools suspended 238 kindergarten, 1st and 2nd graders

PATERSON, N.J. — Parents that spoke to PIX11 were not happy to hear that students so young were suspended in such high numbers.

Paterson Schools wouldn’t say why 238 kids were served with an out-of-school suspension during the 2015-2016 school year, but they did send their student code of conduct, which they are revising. 378 more words

News

Nearly 250 Young Students In Paterson, NJ Suspended Last Year

PATERSON, N.J. (CBSNewYork) — Young students in New Jersey’s third-largest city are being suspended at an alarming rate.

Last year, nearly 250 students in second grade or younger were suspended from school. 291 more words

News

National Voter Registration Day 2016

National Voter Registration Day is a national effort to get as many people registered to vote as possible. The goal is not to advocate on behalf of a candidate or party, but to make sure that people have access to voting. 84 more words

Shavonda Sumter

BIAFF დღე მეექვსე

საკონკურსო კინოჩვენებების ბოლო დღე… და ვინაიდან ხვალ თბილისს უნდა დავუბრუნდე, ჩემთვის ბათუმის წლევანდელი კინოფესტივალის ბოლო დღეც… BIAFF-ის დახურვის ცერემონიალისა და გამარჯვებული ფილმების შესახებ უკვე ინტერნეტით მომიწევს შეტყობა და ძალიან მაინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჟიური. მე მათ ადგილზე გამიჭირდებოდა არჩევანის გაკეთება, რადგან წელს მართლა ძალიან საინტერესო საკონკურსო ფილმები შემოგვთავაზა ბათუმის კინოფესტივალმა. და არა მარტო საკონკურსო ფილმები ;)

მაგრამ მანამდე მეექვსე დღის მონაგარზე ვისაუბროთ, რომელზეც წვიმისგან სრულიად სველი მივედი და კარგა ხანი იმაზე ვფიქრობდი ამ სიკეთის ჟამს არ გავციებულიყავი… ასეთი განუწყვეტელი წვიმები პირველად ვნახე ჰუჰ…

დანის ტანოვიჩის “სიკვდილი სარაევოში

ფილმის სახელის გაგებისთანავე დავინტერესდი მისით, რადგან სწორედ წინა დღეებში ინტერნეტში რაღაცის ძიების დროს სარაევოს ომის ისეთი ამაზრზენი ფოტოები გადამეყარა, რომ არც მიკვირს რომ ვერაფრით ვიხსენებ მანამდე რას ვეძებდი. გარდა ამისა, ეს სახელი კიდევ ერთი ძალიან ცნობილი სახელის რემინისცენციებს იწვევს (გამოიცანით რომლის ;) ), ამდენად ეს ფილმი პირველი შევიდა ჩემს ამფესტივალისეულ “ვოჩლისთში” და უნდა ვაღიარო, იმედები არ გაუცრუებია.

ფილმში მთელი მოქმედება სასტუმრო “ევროპაში” (ჰო, ევროპა ;) ) მიმდინარეობს, რომელიც ერთ დროს, თავისი დიდების მწვერვალზე მყოფი, ოლიმპიადასაც მასპინძლობდა, ახლა კი გაკოტრებამდე მისული, თანამშრომლებს ხელფასსაც ვერ უხდის, მაგრამ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია  – სარაევოში ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგის ფრანც ფერდინანდის მკვლელობიდან 100 წლისთავს აღნიშნავენ – სასტუმროს სახურავზე ტელევიზიის წარმომადგენლები ინტერვიუებს წერენ და ამ მიზნით მოწვეული ყავთ გავრილო პრინციპი – ფრანც ფერდინანდის მკვლელის სეხნია; სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტებში ამ დღეს დაბინავდა ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც მთელი დღე თავის ნომერში გამოსასვლელ სიტყვაში რეპეტიციობს; სასტუმროს ქვედა სართულებზე თანამშრომლები გაფიცვის მოწყობას გეგმავენ ხელფასების მოთხოვნით. თითქოს სრული კომპლექტია არა?! რათქმაუნდა მათი სივრცობრივი განლაგება შემთხვევითი არ არის და თუ ყურს მივუგდებთ ტექსტებს, დავრწმუნდებით ამაში:

სახურავზე ჟურნალისტი და გავრილო პრინციპი ერთმანეთს ხმის ჩახლეჩვამდე უმტკიცებენ თავიანთი ხალხის სიმართლეს (და ეს გაურკვეველი ბრალეულობა, რომელიც ხიწვივითაა ჩარჩენილი ჭრილობაში და მოშუშების საშუალებას არ აძლევს, თავისთავად მახსენებს ჩვენსავე კონფლიქტებს, სადაც ასევე ყველა მხარე მოწინააღმდეგეს ადანაშაულებს და პრობლემების მოგვარების იმედიც არსადაა, რადგან იმისთვის რომ პრობლემა გადაწყვიტო, ჯერ უნდა განსაზღვრო რაში მდგომარეობს ის), რაც რათქმაუნდა რთული გასაგებია თუ არ ხარ გათვითცნობიერებული ბოსნია და ჰერცოგოვინის ისტორიულ ნიუანსებში, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ეს ადამიანები წმინდა წყლის იდეალისტები არიან, შესაბამისად მათი ადგილიც სახურავზეა.

საპრეზიდენტო აპარტამენტებში (რომელიც როგორც წესი სულ ზედა სართულზე მდებარეობს) დაბინავებული ჟაკიც დიდად არ განსხვავდება ზევით მყოფთაგან, მხოლოდ ამ შემთხვევაში მისი მაღალფარდოვნება მისსავე გულწრფელობაში გაეჭვებს, ის სხეულებრივად ვერ გრძნობს სასტუმროს მთელს დაძაბულობას, რადგან აქაური არაა, შესაბამისად მისი იდეებიც გაცილებით ზოგადი და ზოგჯერ არაფრისმთქმელიცაა, ვიდრე ზევით მყოფი სისხლადუღებული იდეალისტების. საინტერესოა, რომ სწორედ ჟაკი ახსენებს ევროპის მრავალგზის სიკვდილს და ახლა უკვე “იმ ცნობილ ფილმთან” სახელის გარდა სხვა კავშირებსაც ადვილად დაინახავთ ;)

სასტუმროს ქვედა სართულებსა და სარდაფში კი იდეალებისგან უკვე ძალიან შორს მყოფთ ვხედავთ, ეს უბრალოდ თვითგადარჩენისთვის მებრძოლი ხალხია, რომელიც აქ ყველაზე ნამდვილ სახეს წარმოაჩენს და გზარავს თავისი სიმახინჯით. აქ ყველანაირი მორიდების გარეშე, პირდაპირ ფიზიკურად უსწორდებიან გაფიცვების ორგანიზატორებს; ემუქრებიან, ძალადობენ, უბოდიშოდ ითხოვენ სამსახურებიდან თანამშრომლებს; მაგრამ ყველაზე ამაზრზენი არც სასტუმროს მმართველია, ვისი უშუალო დაკვეთითა და მონაწილეობით ხორციელდება ყოველივე ეს; არც მაფიოზი, რომელსაც სათამაშო და სტრიპტიზ კლუბი აქვს მოწყობილი სასტუმროს სარდაფში და მმართველის სურვილისამებრ უსწორდება ხელისშემშლელ სუბიექტებს; და მითუმეტეს არც მისი ლაქიები, რომლებიც უშუალოდ აღასრულებენ დავალებას; არა, ეს ადამიანები არიან ისინი ვინც არიან, არც მეტი არც ნაკლები. ყველაზე ამაზრზენი ერთი უბრალო მზარეული ბიჭია, რომელიც მთელი დღე სიყვარულს უმტკიცებს მმართველის თანაშემწე ლამიას, შემდეგ კი გათავისუფლების საფრთხის ქვეშ მყოფი ჯერ მის დედას დააბეზღებს (რომელიც 30 წელია აქ მუშაობს და ამიტომ გაფიცვის მონაწილეებმა ახალ ხელმძღვანელად აირჩიეს), შემდეგ კი “თავის საყვარელ ქალს” მოძალადე კაცს შეატოვებს ხელებში…

მაგრამ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ის, ვისი სიკვდილიც პირდაპირ ფილმის სათაურში გამოიტანეს? და რას გამოხატავს ეს სიკვდილი? პირდაპირ არ “დაგასპოილერებთ”, უბრალოდ გეტყვით რომ ჩვენს დროში იდეალების ადგილი აღარაა… ჰა მიხვდით თუ ვერ?! ;)

ჯიმ ჯარმუშის “პატერსონი

ამ ფილმის ნახვა მინდა მას მერე, რაც ბატონი გოგი გვახარიას ბლოგპოსტი გამოქვეყნდა და მოხარული ვარ, რომ BIAFF-მა მოგვცა ამის შესაძლებლობა, თანაც აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად ამ ფილმით დავემშვიდობე ბათუმის წლევანდელ კინოფესტივალს და სწორედ დროული იყო ის დადებითი განწყობილებები, რომელიც “პატერსონის” ყურების დროს აკუმულირდება მაყურებელში.

არადა ფილმში თითქოს არაფერი ხდება – რიგითი ქალაქი, რიგითი ავტობუსის მძღოლი, რიგითი ყოველდღიურობა, როცა დღეები ერთმანეთისგან მხოლოდ მცირე დეტალებით განსხვავდება, მაგალითად იმით რა პოზაში გაიღვიძებ, რა სიზმარს ნახავ, რითი ისადილებ… ჯარმუშიც იღებს ფილმს ასეთი რიგითებისთვის და რუტინის გაპოეტურებით ერთგვარ იმედს უსახავს, რომ მისი ცხოვრებაც არაა ისეთი აუტანლად მოსაწყენი როგორიც აქამდე ეჩვენებოდა, თუნდაც მთელი კვირის განმავლობაში ერთადერთი საინტერესო რამ, რაც გადაგხდა და მეგობრებისთვის მოყოლად ღირს, ავტობუსის გაფუჭებაა.

და მერე რა თუ შენც პატერსონივით პატერსონში არ ცხოვრობ და არ შეგიძლია ინდივიდიდან ქალაქად გაფართოვდე და ქალაქიდან ინდივიდად შეიკუმშო, მერე რა რომ მასავით პოეტი არ ხარ და ასანთის კოლოფიც მხოლოდ ასანთის კოლოფია შენთვის, მერე რა რომ გვერდს ლამის სრულყოფილი მეორე ნახევარი არ გიმშვენებს ყოველ დილას და ყოველ საღამოს… მერე რა?.. შენც გექნება ალბათ რამე, რაც გამოგარჩევს, რაც განსაკუთრებულს გხდის… ალბათ… უბრალოდ კარგად უნდა მოიძიო, მიიხედ-მოიხედო და დააკვირდე. ვინ იცის ამასობაში რა აღმოაჩინო ;)

პატერსონის მეგობარი ქალი შავისა და თეთრის კომბინაციებით ერთობა და მხოლოდ ამ ორი ფერით საოცარ მრავალფეროვნებას ქმნის. ახლა წარმოიდგინე რა შესაძლებლობებს იძლევა მთელი ის ფერთა გამა, რომელიც ბუნებაში არსებობს… არა, ამის წარმოდგენა შეუძლებელია.

მშვიდი ტონი კომიკურის მინარევებით და პოეზია, რომელიც ყველა კადრს ახლავს თან, მაყურებლის სრულ რელაქსაციას იწვევს. სწორედ ის იყო რაც ახლა მჭირდებოდა…

კარგად წვიმიანო ბათუმო :) ალბათ ისევ შევხვდებით ერთმანეთს :)

მაგრამ მე მაინც მზიანი მირჩევნიხარ ;)

Cinema

Almost right!

Let’s look at a case where I should have taken a family story with a larger grain of salt……and how I actually did have an ancestor come through Ellis Island. 645 more words

Starting to tell the McGee story

Great Britain conducts censuses every ten years in years ending in 1. Results are available to the public after 100 years (compared to 72 years for the United States), so the most recent census returns that have been released are for 1911. 1,059 more words

Paterson Ward 2 Voter Fraud Case Continues

PATERSON – Witnesses in the Paterson second ward election fraud trial have testified Monday through Wednesday of this week. Those witnesses are taking the stand for questioning relating to allegations made against current Councilman Shahin Khlaique by former Councilman Mohammed Akhtaruzzaman that Khalique falsified mail-in ballots in order to come out victorious in May’s nonpartisan council election. 373 more words

Paterson