Tags » Random Writings » Page 2

Why I am not writing

An unseen hand dials back the blue, turning up the fuchsia and coral. Greens fade to black, impressionist trees against dusk sky. The bay basks in reflected glory. 147 more words

My Posts

Recombinant

The word of the month this month was recombinant.  Here is a set of two poems on the theme by Susan Brice:

Recombinant (1) 

Recombinant,  so  like  recumbent: 185 more words

Print On Demand

Post #12

Lyrics from “Dust Clears” by Clean Bandit.

Photo and editing by SCS.

Ft. Grace C. avec Moi

Life

ჩარლიზე ჩარლისნაირად

სახლში რო ჩამოვედი დედამ ახალი წიგნები დამახვედრა. როგორც გავიგეთ ეგ წიგნები ძნელები ყოფილა და დედას მოუნდა თავიდან ადვილი წიგნი წაეკითხა. ერთი ამოარჩია და მაგას ქვია ყვავილები ელჯერნონისთვის. დაწერა დანიელ კიზმა. დედიკომ ესე იფიქრა რო ყვავილებიო აწერიაო და ადვილი იქნებაო. მეც ეგრე განვეწყე რო ავიღე ეგ წიგნი მარა მერე ორივე მივხვდით რო შეგვეშალა. ეს არი ძაან მტკივნეული წიგნი და ძნელი. ჩემი აზრით ასევე ძაან ქრისტიანული წიგნია.

ელჯერნონი თაგვია. კიდევ არის ჩარლი გორდონი ოღონდ ის ადამიანია. ჩარლი მიღწეული შედეგების ანგარიშს წერს. იქ უნდა დაწეროს რას აკეთებს ყოველი დღის განმავლობაში და რატოც ამას უკვე მალე შეიტყოფთ. საქმე ისაა რო ორივე სამეცნიერო ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას რომლის შემდეგაც თაგვი ჭკვიანი ხდება. ლაბირინთში რო შეუშვებენ ეგრევე ხვდება როგორ გამოვიდეს იმიტო რო დააჭკვიანეს. იგივე ხდება გორდონის შემთხვევაშიც. სინათლესავით სწრაფად იცვლება. ცოტათი ჭკვიანი ჩარლი გენიოსი ჩარლი ხდება. მარა ბოლოს ამბიციური ექიმის შტრაუსის ექსპერიმენტი ჩავარდება. სანამ ეგრე მოხდება ჩარლი გორდონი თავისი ხელოვნურად აქსელირებული ინტელექტის კეთილი მიზნებისთვის გამოყენებას მოახერხებს და მეცნიერებაში ძაან დიდ წვლილს შეიტანს. ჩარლი დაწერს მოხსენებას „ელჯერნონ–გორდონის ეფექტი: ხელოვნურად მომატებული ინტელექტის სტრუქტურისა და ფუნქციის კვლევა“ და მაგისი მთავარი იდეა არის ის რო ხელოვნურად მომატებული ინტელექტი, შემდეგ მცირდება სიჩქარით, რომელიც მისი მომატების ხარისხის პირდაპირპროპორციულია. ეგ წიგნიდან გადმოვწერე და რასაც ნიშნავს არის ის რო რაც უფრო მალე დაჭკვიანდა ჩარლი მით უფრო სწრაფად დაავიწყდება ყველაფერი რაც ისწავლა. გენიოსობის დროს ჩარლი ახალ სამყაროში მოხვდება რომელზეც ამბობენ რო უფრო კარგია. თითქოს ჩარლი სიბნელიდან სინათლეში გადმოვიდა ექსპერიმენტის წყალობით და მერე ისევ სიბნელეში დაბრუნდა. მარა მე მგონია რო სინათლე იქ არი სადაც ბედნიერი ხარ და ჩარლის ბედნიერება მაშინ ქონდა როცა მეგობრები ყავდა. მთავარია ადამიანი როგორი ხარ რა მნიშვნელობა აქ რანაირი ციფრით ახასიათებენ შენ ტვინს. ხოდა როცა გენიოსი გახდა სამაგიეროდ უმეგობროთ დარჩა ჩარლი. ამიტო მგონია რო სინათლიდან გადაისროლეს ის ცოტა ხნით სიბნელეში და მერე ისევ თავის ბრჭყვიალა ყოველდღიურობას დაუბრუნდა. ამ სიბნელეში მას ძაან ცუდად მოექცა გონება იმიტო რო ადამიანების დამოკიდებულებას თავის მიმართ დაარქვა სახელი და სამწუხაროთ ეს სახელი იყო დაცინვა. ასევე მიხვდა რო ქალები ძაან ჩახლართული ვინმეები არიან და ნერვები დააწყვიტეს.

როდესაც ჩარლი ჭკვიანი გახდა იმას ეგონა რო უფრო მეტი მეგობრები მეყოლებაო. იმიტო რო იმას მოწონდა სულ მეგობრები რო ყავდა. მაგრამ როცა გენიოსი გახდა სულ წიგნებს კითხულობდა და ყველას ზემოდან დაუწყო ყურება. ეგ იმიტო კი არ მოხდა რო ჩარლი ცუდი ადამიანია. იმიტო მოხდა რო მაგას ბავშვობიდან აწვალებდნენ და თავგანწირულათ მოუნდა დაენახებინა სხვებისთვის რო ჭკვიანი იყო. ბავშვობაში მაგისმა დედამ ჩარლი სახლიდან გააგდო და მანამდე კიდე სულ უჩიჩინებდა ჩვეულებრივი ხარო ოღონდო ნელა სწავლოფო და მეზობელი ბავშვების დედებმა დაგწყევლესო. ეგ ისეთი შეპყრობილი იყო ჩარლის კომპლექსით რო თავის შვილს ნორმა დაარქვა. ნორმა ინგლისურათ ძაან გავს სიტყვა ნორმალს ანუ ნორმალურს. ბოლოს ეგ ქალი გაგიჟდება და როცა ჭკვიანი ჩარლი მივა რო დედა კიარა დე დაუძახოს ეგ ხან იცნობს ჩარლის და ხან ვერა. როცა იცნობს კიდე ეშინია რო თავის მეორე შვილს რამე არ დაუშაოს. ჩემი აზრით ესეთი ოჯახების დანაშაული უდიდესია იმიტო რო ეგენი ღმერთს ეუბნებიან რო შენ როგორი შვილიც მომეცი ეგეთი არ მინდაო. თანაც როგორც კამიუმ თქვა მორალისი წესებს ჯერ არავინ გაუხდია იძულებული რო სწორათ მოქცეულიყო. ამიტო მე რო გული დამეწვა მაგის ოჯახზე ეგ არ ნიშნავს იმას რო მაგათმა რეალურათ იცოდნენ რას ნიშნავს გყავდეს ჩარლი რო ეგ არი დიდი ბედნიერება.

მე პირადათ მინდა რო ადამიანები ერთმანეთს ექცეოდნენ კეთილათ. როგორც ექიმები იყენებენ ჩარლის პირადი ამბიციებისთვის და ოჯახი როგორც ცდილობს მოიშოროს ის თავიდან და როგროც დასცინიან საცხობში თანამშრომლები და როგროც უხერხულად იცილებენ გვერდიდან ქალები მგონია რო არის ბოროტება. იმიტო რო მგონია რო არც პუნქტუაცია და არც აიქიუს რიცხვი არ ღირს ჩარლის უკიდეგანო სიკეთეთ. მიუხედავად იმისა რო ის მიხვდა როგორც დაცინოდნენ და რო მაინც ვერ დარჩებოდა ჭკვიანი იმან თავისი ცოდნა სხვებისთვის გამოიყენა რო მეცნიერებას დახმარებოდა. ეგეთი კეთილი ადამიანი როგორ შეიძლება თქვა სიბნელიდან მოდისო. ჩარლი დაუმეგობრდა ელჯერნონს მარა ათ ივნისს ელჯერნონი მოკვდა. იმან მაგისი გვამი ყველის კოლოფში ჩადო და უკანა ეზოში დაკრძალა და იტირა. ატირებული ჩარლი გორდონი მთელი დედამიწის დანაშაულია. ზოგჯერ ძაან გამაღიზიანებელი ელფერი დაკრავს ხოლმე ხმაურიან წინადადებებს რო წერენ მარა ეხლა მართლა ეგრეა. მე ძაან შემრცხვა როცა მიხვდა ჩარლი რო ხალხის დამოკიდებულებას მის მიმართ სახელი აქ და ეს სახელი არი დაცინვა. იმდენად შემრცხვა რო ოთხი დღეა ვერ დავჯექი და ვერ დავწერე მაგაზე. საერთოთაც რო მოვრჩი მაგ წიგნს ვიტირე და თავი მტკიოდა მთელი დღე. მეათე კლასში რო ვიყავი ინკლუზიური განათლების მოსწავლეებთან დავდიოდი იმიტო რო მაშინ დაუნის სინდრომის თემაზე ვმუშაობდი და ეგ ბავშვები რო გავიცანი ძაან შემიყვარდნენ. მერე აღარ მინახავს და მივხვდი რო დიდი დანაშაულია და უნდა ვნახო სანამ წავალ.

ჩემი აზრით ეს წიგნი სკოლაში უნდა ვისწავლოთ რო მივხვდეთ თუ რა არი მნიშვნელოვანი და თუ როგორი საციცოცხლოთ აუცილებელია საკუთარ თავში სოკრატეს დაუჯეროთ და ჩვენი მზის გაღვივება შევძლოთ და არ ჩავბნელდეთ. იმიტო რო ეხლა მაგრად ჩავბნელდით მთელი კაცობრიობა.

მინდოდა უფრო აკადემიურათ დამეწერა ამ წიგნზე. ბევრი ფსიქოლოგიური დეტალი და სხვა საინტერესო მხარეებია მაგაში. მარა ემოციები როგორიც მაქ ისე დავწერე. ძაან მიყვარს ჩარლი და ღმერთო ძაან მინდა ჩარლისნაირად გვქონდეს გული ღია სინათლისთვის ყველას. ბოლოს რო ამბობს ჩარლი გევედრები გევედრები შერაკითხვას ნუ დამავიწყეფო მანდ კინაღამ მოვკვდი. ამ წიგნმა ძაან შემარცხვინა ჩემ გამო და მთელი კაცობიობის გამო თუ როგორი გამრიცხველიანებულები ვართ. ჩვენ ნელნელა ყველა რიცხვების მონები ვხდებით და ტოტალური გაგრეგორსამსება გვჭირს.
ეს ძაან ცუდია. ცოტა მეტი გული გვინდა და ცოტა მეტი სიკეთე.
მეტი ჩარლები გვინდა.

Random Writings

Kash Kash me dooriyan bayaan hoti hai,

Kahin raahon ki, kahin khayalon ki, to kahin rishton ki hoti hai……

कश कश मे दूरियाँ बयां होती है

कहीं राहों की, कहीं ख़यालों की, तो कहीं रिश्तों की होती है……..

The Flickering Thinker…

Quotes

You've been Read

I see you clearly. All of you. The fact that you don’t know your full potential is mind blowing. You’re beautiful, talented, smart, sassy. Gifted in more ways than God himself intended for you to be. 205 more words

Love

Stream of Consciousness: 10 years, 1 anime. A life changing moment.

As a head note, I’d like to point out that this is my first Stream of Consciousness post. Basically what you are reading is whatever pops in my head as i am typing. 1,991 more words

Random Writings