Tags » Recylce

„მიღებულია ახალი ფუთა!“

საიაკა დროზე ადრე მოვიდა და პირდაპირ კაფეში მელოდება. გულზე მძინარე სამი თვის ბავშვი ჰყავს მიკრული. ჩემი შვილის დაპატარავებული ტანსაცმელი უნდა გადავცე. ერთმანეთს ინტერნეტ გვერდზე შევხვდით, სადაც მეორადი ნივთების გაცემა, გაცვლა და ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი. გაზაფხულის მზესთან ერთად აღფრთოვანება მემატება და საიაკასთან თითქმის მივრბივარ, თავში კი დაუსრულებლად მიტრიალებს ფრაზა „მიღებულია ახალი ფუთა!“

მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები ევროპის ქალაქებში სოკოებივით იზრდება და მათ საერთო არაფერი აქვთ დინამოს სტადიონის გარშემო არსებულ მაღაზიებთან, რომლებიც ჩემ მეხსიერებაში ამოტივტივდა. ერთნი მეოცე საუკუნის ვინტაჟზე არიან ორიენტირებულნი, მეორენი ტანსაცმელს და აქსესუარებს კილოობით ყიდიან, უკვე იხსნება ტანსაცმლის ბიბიოთეკები და მაღაზიები, სადაც ჯინსების იჯარით აღება შეგიძლიათ. ასეთ ინიციატივებს ბევრი ჯერ კიდევ იდეალისტურ წამოწყებად მიიჩნევს, თუმცა ფაქტია რომ მოდის, მომსახურებისა და მოხმარების სფეროში ახალი სტანდარტები ფეხს სწრაფად და მტკიცედ იკიდებენ. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც „სწრაფი მოდის“ გზიდან გადაუხვიეს და ორიგინალური, გამძლე და ხელმისაწვდომი ნივთების მეორად მაღაზიებში და ბაზრებზე ძებნა დროის სასიამოვნოდ გატარებად აქციეს.

ამ ადამიანთა დიდ ნაწილს აშფოთებს ის ფაქტი, რომ მოდის ინდუსტრია უგულველყოფს ხარისხს (შეამჩნიეთ, რომ ახალმა მაისურმა ორი გარეცხვის შემდეგ ფერი და ფორმა დაკარგა?), მუშათა უფლებებს (ტანსაცმლის მწარმოებელ ნახევრად-ლეგალურ ფაბრიკებში სამუშაო პირობები არაადამიანურია, ხელფასები უსამართლო) და გარემოს (ბამბის ბოჭკოს წარმოება გარემოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზიანის მიმტანად ითვლება). ერთი კილოგრამი ბამბის ბოჭკოს მისაღებად, რაც ერთ მაისურსა და ერთ ჯინსს ყოფნის, დაახლოებით 15,000 ლიტრი წყალია საჭირო, მსოფლიოში 67,7 მილიონ ჰექტარ მიწაზე გენეტიკურად მოდიფიცირებული ბამბის მცენარეები იზრდება, წლიურად გამოყენებული პესტიციდების 11%-ს ბამბის სამრეწველო პლანტაციებზე ასხურებენ. წლიურად საფეიქრო მრეწველობა 60 მილიარდ კილოგრამ ტექსტილს აწარმოებს. ტანსაცმლის გარდა, ქსოვილები გამოიყენება მიწის სამუშაოებში, მშენებლობაში, მეურნეობაში, სამედიცინო და სამხედრო სფეროში, ავეჯის და სატრანსპორტო წარმოებაში და სხვა. ასეთი მასშტაბურობის გამო საფეიქრო მრეწველობა სათბური გაზების გამოყოფის მიხედვით სიდიდით მეხუთე ადგილზე დგას (მეტალების, ნავთობის, ქიმიკალების და მინერალების შემდეგ), ხოლო წყლის გამოყენების მიხედვით მეორეზე. ნაგავსაყრელების 5 პროცენტი ქსოვილებითაა დაფარული; ევროკომისიის სტატისტიკის მიხედვით, ევროპელი მომხმარებელი წლიურად 5,8 მილიონ ტონა ქსოვილს აგდებს, საიდანაც მხოლოდ მეოთხედი გადამუშავდება, დანარჩენი კი ნაგავსაყრელებზე იყრება და შემდეგ იწვება.

წარმოებული ტანსაცმლის 30% საერთოდ არ იყიდება, დაახლოებით 30-40% კი მხოლოდ ფასდაკლების შემდეგ ხვდება თქვენს გარდერობში. ზოგიერთი მკვლევარი ამის მიზეზად მოდის სახლებსა და მომხმარებელს შორის არარსებულ კავშირს ასახელებს. სხვა სიტყვებით, მწარმოებელს წარმოდგენა არ აქვს რა სურს მყიდველს და ახალი მოდელების შექმნა სპეკულაციებზე დაყრდნობით ხდება. გაყიდვების ამაღლების მისაღწევად, მოდის ინდუსტრია ძირითად ინვესტიციას რეკლამასა და მარკეტინგში დებს, რის ხარჯზეც მნიშვნელოვნად მცირდება თვითონ ტანსაცმლის შექმნაში დახარჯული დრო და რესურსები. შედეგად, უხარისხო პროდუქცია, რომელიც ერთ სეზონზე მეტს ვერ ძლებს. სხვა რაღა დაგვრჩენია და ჩვენც ახალი ტანსაცმლის საყიდლად მაღაზიებში მივრბივართ.

ზოგიერთი დიზაინერი და ბრენდი ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს ამ გიჟური და არამდგრადი ციკლის ალტერნატივა და მართლაც ახალი მიდგომებითა და ბიზნეს მოდელებით შემოდიან მოდის სფეროში. ამ განსხვავებულ ინიციატივებს ერთი რამ აერთიანებს: ხარისხიანი ტანსაცმლის შექმნა, რომელიც დიდ ხანს ძლებს, პატივს სცემს გარემოს და მუშათა უფლებებს და მინიმუმამდე ამცირებს წარმოებაში და მოხმარების შემდეგ წარმოქმნილ ნარჩენებს. მაგალითად, ბევრი ბრენდი უკვე მუშაობს დახურული წრის პრონციპით, რაც ნიშნავს რომ მომხმარებელი მწარმოებელს უკან უბრუნებს პროდუქციას მას შემდეგ, რაც მას იგი აღარ სჭირდება. ზოგიერთი მოდის სახლი მომხმარებელს ქირაობის შესაძლებლობას სთავაზობს – წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ იქირაოთ ზამთრის პალტო და გაზაფხულის მოსვლისთანავე უკან მაღაზიაშივე დააბრუნოთ; ზოგი დიზაინერი იჯარით გაძლევთ პროდუქტს, სადაც კაბა თქვენ გეკუთვნით, მაგრამ ნედლეული მწარმოებელ კომპანიას. ეს და სხვა მსგავსი ინიციატივები წარმოების წრიულობაზეა დამყარებული, სადაც ნარჩენი ახალი პროდუქტის შესაქმნელი ნედლეულია.

ბევრი ტანსაცმელი, რომელიც დაგიპატარავდათ, აღარ გიხდებათ ანდა მოგბეზრდათ არაჩვეულებრივ ფორმაშია და კიდევ დიდ ხანს შეიძლება იქნას გამოყენებული. აი, მაგალითად ჩემი ფუთა, რომელსაც საიაკასთან მივარბენინებ ლამაზი და ხარისხიანი ბავშვის ტანსაცმლით არის სავსე. ეს ნივთები ჩემთან მოსვლამდე უკვე ორ სხვა ოჯახში იყო გამოყენებული და ახლა მე მიხარია, რომ ჩვენ საერთო ისტორიას იაპონელი ბალერინას შვილს გავუზიარებ.

Circular Economy

Hanging Repurposed Water Bottle Garden


Chances are if you live in an apartment in the city it is going to be extremely difficult for you to have the garden of your dreams. 402 more words

Aquaponics

Check out these selfies of ETF members!

Today we succesfully placed recycling labels on bins throughout Academic buildings on campus. These buildings include the Albin O. Kuhn Library atrium, Meyerhoff Chemistry Building, Biological Sciences Building, Mathematics/Psychology Building, Sherman Hall, Sondheim Hall, Administration, ITE, Engineering, Fine Arts Building and the PAHB. 160 more words

UMBC

Tomorrow's meeting (03/09) will be a service event!

Tomorrow we’ll be meeting briefly at NOON in Commons 328 to gather and receive instructions before breaking out into teams to update the sticker labels on the recycling and waste bins around campus! 46 more words

Environmental Task Force

Winkler Hall Implosion Appalachian State University - 2014

BOOM! Success! On June 1, 2014 DHGW was able to successfully implode the eleven-story Appalachian State University dorm, Winkler Hall, to rubble! DARI was contracted by the University to provide asbestos removal of entire 42,000 square feet of structure to prepare it for implosive demolition.  167 more words

DARI-Demolition & Asbestos Removal Inc

All About Us

Girls for Green

Hello and welcome to our blog! Our names are Cassandra and Kendra and we are so happy you visited our blog. Cassandra is an 8 year old who loves animals and plants. 124 more words

Beach

Join ETF at the RecycleMania 2015 Kick-Off Fair!

Meet with us on Commons Mainstreet from 11:30am-1pm this Thursday (02/05).

What is RecycleMania?

RecycleMania is a competition between universities- to achieve the highest recycling rates and waste rates over 8 weeks. 123 more words

UMBC