Tags » Tbilisi

Kattskatt

Tbilisi, July 2017. Camera: Holga 135.

Tbilisi är katternas stad och staden upptäcks bäst genom en kattjakt med kameran.

Holga 135

A Trip to Tbilisi.

Georgia in the South Caucasus is a country I was only just aware of,, but after meeting someone, only one, who had been there it seemed a place I should visit. 710 more words

Georgia - Tbilisi & Stepantsminda

Armenia and Georgia taught me so much about driving. I always thought that the line in the middle of the road separated lanes, I had no idea that it actually marked the centre of the passing lane for both directions. 1,092 more words

Preschool Days

We hit a major milestone in our family a few weeks ago when Abby started preschool. She’s in the 3 year old “Jolly Stars” class at the international school right beside our neighborhood. 627 more words

Baby

სახლი

ბავშვობაში მაქვს წაკითხული მოთხრობა კაცზე, რომელიც სამშობლოდან შორს ცხოვრობდა და დარდისგან და მონატრებისგან გული გაუსკდა და მოკვდა. მახსოვს ძალიან გამიკვირდა, ვერ მივხვდი რატომ უნდა იყოს რთული იცხოვრო სხვა ქვეყანაში, თუ იქ უკეთესი პირობებია.  უცხოეთში შემდგარ ადამიანს რომ სამშობლო ენატრებოდეს არ მეჯერებოდა. სიმართლე ვთქვა, ახლაც არ ვიცი ზუსტად არიან თუ არა ბედნიერები შორს წასულები, ადამიანები რომლებიც თავისი წინაპრების მიწაზე არ დადიან და ჰაერს არ სუნთქავენ.

მე თვითონ შორს ვცხოვრობ სახლიდან; ნუ არც ისე შორს,  სულ რაღაც 368 კმ – ის მოშორებით, იმავე ქვეყანაში, უბრალოდ სხვა ქალაქში. სექტემბერში 7 წელი იქნება ზუსტად რაც წამოვედი სახლიდან, ახალ, უფრო დიდ და სრულიად უცხო სამყაროში. არა, არ იფიქროთ არასდროს ყოფილა ჩემთვის რთული ეს ცვლილება, არ მომიწყენია ამის გამო, ამდენი წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე მახსენდება მონატრების განცდა, ისიც მსუბუქი, ოდნავ სევდიანი, მაგრამ არა დეპრესიული. ადამიანები კი მენატრებოდნენ, რათქმა უნდა, მშობლები, ახლობლები მეგობრები, მაგრამ ეს განცდებიც არ ყოფილა არასდროს ისეთი მძაფრი, რომ უკან გადასახლება მომდომებოდა.

ბოლო ხანებია ვცდილობ ჩემს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს უფრო მეტი ყურადღება დავუთმო და აგრეთვე გავაანალიზო საკუთარი ემოციები. არა, ფილოსოფიაში არ გადავარდნილვარ, უბრალოდ პატარ-პატარა დაკვირვებებს ვაწარმოებ და შესაძლოა დაახლოებით ვხვდები რას განიცდიან შორს მყოფი ჩვენი თანამემამულეები.

მოკლედ, მივხვდი რა მაკავშირებს ჩემს მშობლიურ ქალაქთან და რა ხდის მას განსაკუთრებულს. რამდენი თვის წინ, ადრეულ გაზაფხულზე ვიყავი ჩასული, ბევრი ხალხი არ იყო ჯერ, მეგობათან შესახვედრად მივდიოდი ფეხით, პატარა ქუჩაზე. ქალაქი იმდენად პატარაა, ფეხით შეგიძლია მთლიანად შემოიარო.  და აი მაშინ, იმ რამდენიმე წუთში სანამ მივიდოდი მივხვდი, უფრო სწორად ვიგრძენი  რომ თავს ვგრძნობ მშვიდად, უფრო ზუსტად რომ გადმოვცე უსაფრთხოდ. აი ის განცდა, მთლიანად მოშვებული რომ ხარ. ადრე მეგონა მსგავსი შეგრძნების გაჩენა მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ, სულ რამდენიმე ადამიანთან ვგრძნობ თავს ასე მშვიდად. არა, ალბათ სულ ვიცოდი რომ აქ, მშობლიურ ქალაქში რაღაც მსგავსი მემართებოდა, უბრალოდ არასდროს მიცდია ამ განცდის აღწერა და ფორმულირება.  და როცა გავიაზრე , რომ ეს მსუბუქი სიმშვიდე ნაბიჯ-ნაბიჯ მომყვებოდა იმ პატარა ქუჩაზე, მივხვდი, რომ შესაძლოა  სრულიად  არ მენატრებოდეს,  არ განვიცდიდე უმისობას  და არ მივიჩქაროდე იქითკენ, მაგრამ მაშინვე როგორც კი  აღმოვჩნდები  იქ აუცილებლად  დამეუფლება ეს განცდა, განცდა იმისა რომ სახლში ვარ.

ღაჭიკო

თბილისი

8.8.8

იმ დღეს რომ ვიხსენებ პირველ რიგში დედაჩემი მახსენდება; უფრო სწორედ დედაჩემის ტირილი. მკაფიოდ მახსოვს დიდი ცრემლებით მთელი გულით ტიროდა, მე და ჩემი და გაოცებული შევყურებდით. ალბათ იმიტომ რომ არ ვიყავით მიჩვეული დედას ცრემლებს. მახსოვს მაგ მომენტში გავაცნობიერე რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი. შიშის განცდა, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, მაგრამ მქონდა მოლოდინი გარდაუვალი საშინელებისა.

მგონი 15 წლის ვიყავი და ის ასაკი მქონდა მთელ დღეებს ეზოს გოგო ბიჭებთან რომ ვატარებდი. აგვისტოს იმ დღეებშიც, ერთ-ერთ მეზობელთან ვიკრიბებოდით, ხშირად მარტო იყო სახლში. ერთხელაც იმ გოგომ სამზარეულოდან მურაბების ქილები გამოიტანა და გვითხრა ომი თუ დაიწყო მურაბა ვიღას დაჭირდებაო და მოდით ვჭამოთო. რა თქმა უნდა, ხუმრობით იყო ნათქვამი , მაგრამ იმ დღეებიდან კაკლის მურაბაზე მოგონება ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია რაც მახსოვს.

აივანზე ვისხედით და ვჭამდით იმ მურაბას, ტრასა მოჩანდა აივნიდან, და დიდი მანქანები, რომლებშიც ბიჭები ისხდნენ, ჯარის ფორმა ეცვათ, პატარები იყვნენ და შეშინებული სახეებით მიხვდებოდით რომ გამოცდილი  ჯარისკაცები არ იყვნენ. ქალაქის გასასვლელისკენ მიდიოდნენ მანქანები, და შესაძლოა ეს ბიჭები ომში მიყავდათ.  

ეს წერილი არ არის დემაგოგიური , არც მოწოდებაა გვძულდეს მტერი, ვინც გვბომბავდა, და არ ვამართლებდეთ იმით რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ეს წერილი ეხება ხსოვნას; ხსოვნასა იმისა, რაც გადაგვხდა, იმ ხალხის ვინც შეეწირა ბინძურ და უაზრო პოლიტიკურ თამაშებს. მომავალზე ფიქრი და აწმყოთი ტკბობა კარგია, უდაოდ, მაგრამ წარსულის დავიწყება არ შეიძლება, ზუსტად კატეგორიულად არა. მე არ უნდა დავივიწყო ის, რომ ღამით არ გვეძინა, ის რომ დედა ტიროდა, ის რომ ჩემს მეზობელს ეგონა რომ იმ ზაფხულს ვერ გადავიტანდით. ვიღაც იტყვის, რომ “ურა პატრიოტიზმია” წელიწადში ერთხელ, სიმბოლურად გაიხსენო რაღაც და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები დაწერო, იმაზე თუ რა ცუდია ომი.  მე ვიტყვი არა! გამკიცხოს იმან, ვინც ჩემზე მეტს გააკეთებს, ჩემზე მეტად გამოხატავს პატივისცემას და თუნდაც გლოვას , და არა იმან ვინც თვლივს რომ ამ თემით ვმანიპულირებ და რომ ეს გოიმობაა.

12 ში ჩვენი მეზობლის დაბადების დღე იყო, ხალისი ნაკლებად გვქონდა მაგრამ მაინც შევიკრიბეთ. არვიცი რატომ , მაგრამ  ახლა ვფიქრობ, რომ ერთად ყოფნისას უფრო მშვიდად ვიყავით. მოკლედ იქ გავიგეთ რომ ომი დასრულდა.  როგორი გახარებულები ვიყავით, დეტალები არ მახსოვს იმ დღის, მხოლოდ ბედნიერება.

არ მინდა ჩემმა შვილმა ომის დასრულების შვება იგრძნოს ოდესმე, მაგრამ ამ ისტორიებს აუცილებლად მოვუყვები. ვეცდები ყოველთვის მახსოვდეს და არ მომბეზრდება ამ თემაზე ლაპარაკი, თუნდაც წელიწადში ერთ დღეს, 8 აგვისტოს.

ღაჭიკო

თბილისი